გამოიძახე Pagrushiki Whatsapp Viber

იქირავე
ავტოკარი

1.5-დან 3.5 ტონამდე ტვირთამწეობა.

დიზელის & ელექტრო ძრავზე.

pagrushiki

ავტოკარის კატეგორიები

ყველა ტიპის ავტოკარი

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის და სირთულის სამუშაოა შესასრულებელი. ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი სირთულის დავალების შესასრულებლად. მოგამარაგებთ იმდენი ავტოკარით, რამდენიც საქმის შესრულებას დასჭირდება.

პაგრუშიკის ქირაობა

1.5 ტონიანი

✅ ტვირთამწეობა - 1.5 ტ
✅ ნახევარი დღე - 450 ₾
✅ სრული დღე - 650 ₾
✅ თვე - 15 000 ₾

2 ტონიანი

✅ ტვირთამწეობა - 2 ტ
✅ ნახევარი დღე - 500 ₾
✅ სრული დღე - 650 ₾
✅ თვე - 16 500 ₾

2.5 ტონიანი

✅ ტვირთამწეობა - 2.5 ტ
✅ ნახევარი დღე - 500 ₾
✅ სრული დღე - 650 ₾
✅ თვე - 16 500 ₾

3.5 ტონიანი

✅ ტვირთამწეობა - 3.5 ტ
✅ ნახევარი დღე - 550 ₾
✅ სრული დღე - 700 ₾
✅ თვე - 16 500 ₾

იქირავე ავტოკარი იაფად

არ აქვს მნიშვნელობა ტრაილერია დასაცლელი, საწყობია შესავსები თუ რაიმე ნივთია სიმაღლეზე დასადები - ჩვენ დაგეხმარებით ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულებაში. შენობაშია სამუშაო თუ გარე პერიმეტრზე, მოსწორებულია ზედაპირი თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაშია აბსოლუტურად ყველა ტიპის ავტოკარი. შეგვიძლია 1.5-დან 3.5 ტონის ჩათვლით ტვირთთან მუშაობა როგორც ელექტრო, ასევე დიზელის ძრავზე მომუშავე ავტოკარებით.

ჩვენი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ თავად ვუზრუნველყობთ ავტოკარის მოტანას და წაღებას სპეციალიზირებული ევაკუატორით.

თუ დიდი სამუშაოა შესასრულებელი და დროში შეზღუდულები ხართ, გამოვუშვებთ იმდენ ავტოკარს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს შეკვეთის შესრულება. გვაქვს გამოცდილება ყველანაირი სირთულის დავალებების შესრულებისა.

ჩვენთვის მთავარი ამოცანა კლიენტის კმაყოფილებაა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ფასები მუდამ დაბალი იყოს საქმის შესრულების ხარისხი კი - უმაღლესი.

ავტოკარის დაქირავება შესაძლებელია მინიმუმ ნახევარი დღით. რაც მეტია დაქირავების პერიოდი, მით ნაკლები ხდება ყოველი დღით ქირაობის ფასი. ასევე კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ სპეციალიზირებულ ტარიფებს.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მხოლოდ ავტოკარი არ კმარა შეკვეთის ზუსტად შესასრულებლად და საჭირო ხდება დამატებითი სპეც-ტექნიკის ჩართვა. არც ესაა პრობლემა, ჩვენ თავად მოგამარაგებთ ყველა საჭირო სპეც-ტექნიკით.

ჩვენი მენეჯერები სიამოვნებით გირჩევენ შეკვეთის დაწყებამდე თუ რა რაოდენობის ავტოკარით და რა ტიპის ტექნიკით სჯობს მუშაობა, რომ შეკვეთა მაქსიმალურად ეფექტურად შესრულდეს.

ანგარისწორება შესაძლებელია ნებისმიერი თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდით. დაგვირეკეთ და ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მოვალთ თქვენთან!

იღე საუკეთესო გამოცდილება ჩვენთან თანამშრომლობით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი!

ავტოკარი გამოძახებით

24/7-ზე სერვისი და პირადი მენეჯერის მხარდაჭერა. გამოიძახე ნებისმიერი ტვირთამწეობის ავტოკარი და ჩვენ თქვენამდე უმოკლეს დროში მოვალთ.



✅გამოცდილება 6 წელზე მეტი
✅რეაგირების უმცირესი დრო 30 წუთზე ნაკლები
✅უმცირესი ტარიფი - დაფარული ხარჯების გარეშე
✅მეგობრული და პროფესიონალური სერვისი
✅ხაზზე ვართ 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში


All Rights Reserved © 2023

*ვებ-გვერდი Pagrushiki.ge თავად არ არის სერვისის მომწოდებელი. ის აკავშირებს ერთმანეთს შემსრულებელსა და დამკვეთს. Pagrushiki.ge წარმოადგენს შუამავალს დამტვირთველის სერვისის მიღების პროცესში და არ აგებს პასუხს დამკვეთისა და შემსრულებლის შორის დადებულ სიტყვიერ ან წერილობით შეთანხმებებზე. Pagrushiki.ge იხსნის პასუხისმგებლობას დამკვეთისა და შემსრულებლის შორის წარმოქმნილ ნებისმიერ უთანხმოებაზე.